„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ღაზაში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.
მათივე ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ღაზაში მცხოვრებლებზე მაშინ, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ.
სამინისტროს სპიკერის განცხადებით, სავარაუდოდ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში განაგრძობენ მკურნალობას.