ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიევი მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, - ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს იქნება ორბანის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს რუსეთი დაესხა.
როგორც Reuters წერს, მომდევნო კვირის ორშაბათს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთ თემად ორბანის ვიზიტიც განიხილება.