logo_geo
eng_logo
ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ
- +

26 იანვარი. 2024. 00:16

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ. შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის ოფიციალურ გაზეთში გამოჩნდა, სადაც მიღებული კანონები ქვეყნდება.

 

„მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამტკიცდეს 2022 წლის 5 ივლისს ბრიუსელში ხელმოწერილი „ოქმი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შვედეთის სამეფოს მონაწილეობის შესახებ“. ეს კანონი ამოქმედდება გამოქვეყნების დღიდან. ეს კანონი აღსრულდება პრეზიდენტის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთს NATO-ში გაწევრიანების გზაზე მწვანე შუქი აუნთო, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი რჩება.

 

24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორვ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner