"დიახაც, უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ შეურაცხყოფილია, რადგან ეს [სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმა] მაგიტომ გაკეთდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ეკლესიისთვის, მორწმუნე ადამიანებისთვის, სწორედ ამისთვის გაკეთდა და ბუნებრივია ეს რეაქცია, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, კითხვის საპასუხოდ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ეკლესიის შეურაცხყოფასა და ვანდალიზმზე.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა აფიქსირებდეს პოზიციას.
„ვფიქრობ, ჩვენ საზოგადოებაში მორწმუნე და ურწმუნო ნაწილიც უნდა უფრთხილდებოდეს იმ საუნჯეს, რაც ჩვენ გვაქვს, ეკლესიას, ავტოკეფალური ეკლესიას, რომელიც დაფუძნებულია მოციქულთა მიერ, რომელსაც უკავშირდება მთელი ჩვენი ისტორია. მთელი ჩვენი კულტურა, მწერლობა, ხელოვნება და ამის გარეშე არ არსებობს ჩვენი მენტალობა. ამიტომ მორწმუნეა ადამიანი, ნაკლებად მორწმუნეა თუ ურწმუნოა, ამას, როგორც საუნჯეს მაინც უნდა უფრთხილდებოდეს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.