logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ხალხშიც არის განწყობა - როდემდე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, რომელიც პოლიტიკურ ველზე ტივტივებს და გარედან სულდგმულობს, რომ ის უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების ინიციატორი
- +

26 იანვარი. 2024. 00:58

"ხალხშიც არის ეგ განწყობა - როდემდე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, რომელიც ტივტივებს პოლიტიკურ ველზე და გარედან სულდგმულობს, რომ ის უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების ინიციატორი," - ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ მათი რეიტინგი ეცემა. ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ასეთი დანაშაულები ჩაიდინა, ამ დანაშაულებთან დაკავშირებით მინიმუმ კითხვები არსებობს. ფაქტებია, რომელზეც ვალდებულება გვაქვს. ჩვენ თუ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები ვართ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, სამართლიანი სახელმწიფოსთვის, იმისთვის, რომ ხვალ მსგავსი ძალა არ გამოჩნდეს და არ მოუნდეს ხელისუფლებაში მოსვა, უნდა გასამართლდეს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს უნდა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციამ და მართლმსაჯულებამ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner