"ჩვენი პრინციპების ერთგულებით მივედით იქამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო საქართველომ, არც ომში ჩაერთო და თავისი პრინციპებიც დაიცვა "- ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ოპოზიცია, ასევე მნიშვნელოვანია.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას მიზნად აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს და მან მართოს ქვეყანა თავისი ხედვით, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ჯანსაღი ოპოზიცია, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ ხომ ამას ვამხელთ, რომ ეს ოპოზიცია არ არის. ერთიც უნდა ვთქვა, დღეს აღარ არის მტკივნეული უკრაინის თემა? როდის ისაუბრა ამაზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“, გახარია იქნება, ვაშაძე თუ დეკანოიძე. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა და სად არის ეს ხალხი? საუბრობენ საერთოდ? მაგრამ დაკვეთა არ მიუღიათ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.