logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი თინა ხიდაშელზე: შესაძლოა ვინმეს ეგონა, რომ მისი ანტიჩინური განცხადებები პატრიოტული მოტივით იყო განპირობებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი „ენჯეო“ დაფინანსებას იღებდა ტაივანიდან
- +

26 იანვარი. 2024. 10:06

 

 

„თინა ხიდაშელი, ჟარგონს მოვიშველიებ და „გაიჭედა“, პასუხს ვერ სცემს კითხვებს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმიანობას არასამთავრობო სექტორში და აცხადებს, რომ ხიდაშელის პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, ის მხილებული იქნა იმაში, რომ ქმნის ანტიჩინურ განწყობებს და ფინანსდება ტაივანიდან.

 

„თინა ხიდაშელი არ არის შემთხვევითი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. რამდენი წელია ეს ადამიანი არის პოლიტიკაში და ასეთ მარტივ თემაზე, ჟარგონს მოვიშველიებ და „გაიჭედა“, პასუხს ვერ სცემს კითხვებს. მისი საქციელი პირდაპირ კავშირშია გამჭვირვალობის კანონთან. ფულს იღებს იმაში, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს.

 

შესაძლოა ვინმეს ეგონა, რომ მისი ანტიჩინური განცხადებები პატრიოტული მოტივით იყო განპირობებული, თუმცა, დავინახეთ, რომ მისი ორგანიზაცია, კონკრეტული „ენჯეოა“, რომელიც დაფინანსებას იღებს ტაივანიდან და ეს გამოაშკარავდა. ეს არ არის დამალული, ვამხილეთ კიდეც, მაგრამ ვინმე უკრძალავს თინა ხიდაშელს საქმიანობას ან უხურავს არასამთავრობო ორგანიზაციას?“ - კითხულობს მიხეილ ყაველაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner