„არც მელია, არც „ლელო“, არც გირჩი ჯაფარიძე თუ ნიკა გვარამია ქართული პოლიტიკისთვის სიახლე არ არის. ეს არის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილების დაჯგუფება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებების მცდელობა, რომ იქნება ახალ სიახლედ გაასაღონ შეკრების თავიანთი სურვილი. რამდენად გულწრფელები არიან სურვილშიც, ჯერჯერობით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დგას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.