logo_geo
eng_logo
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა
- +

12 მარტი. 2016. 10:28



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და მოქალაქე გიროგი კენჭიაშვილი დააკავა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კენჭიაშვილმა დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს, ეგვიპტის მოქალაქემ მას გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით, გიორგი კენჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე  მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner