logo_geo
eng_logo
პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, რაც დამოკიდებული იქნება ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესზე
- +

26 იანვარი. 2024. 13:44

 

 

გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და იქნება ინკლუზიური.

 

„ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა ჩვენ გვჭირდება წინსვლა. რეალურად კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და საქართველო იქნება მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ცხრა ნაბიჯზე შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. ჯერ ძალიან ადრეა პროგრესზე სასაუბროდ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, პროგრესი იქნება მიღწეული ძალიან სწრაფად, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner