logo_geo
eng_logo
გიორგი დუნდუა: რაიმეს გაკეთება როგორ უნდა აიძულო ადამიანს? უმთავრესი, რამაც რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსვლა გადაგვაწყვეტინა, კლინიკის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაა
- +

26 იანვარი. 2024. 14:26

 

 

„დღეს რაიმეს გაკეთება როგორ უნდა აიძულო ადამიანს? ეს გამორიცხულია. ძალიან ბევრმა ფაქტორმა მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება და მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაა, რომელიც ამ კლინიკას აქვს“, - აღნიშნული განცხადება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის, ანესთეზიოლოგიის და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. მისი განმარტებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ექიმებს რუხის კლინიკაში გადასვლა აიძულეს, სიცრუეა.

 

გიორგი დუნდუას თქმით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ძლიერი სახელმწიფო სამედიცინო სექტორის მოწყობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

 

„ეს არის კლინიკა, რომელსაც სახელმწიფო სექტორის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მასში დიდ ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სამაგალითო კლინიკაა, როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო სამედიცინო სექტორი“, - განახადა გიორგი დუნდუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner