„რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსვლასთან დაკავშირებით, არანაირი ზეწოლა, ან ჩვენი ნების საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. იყო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყების ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით“, - ამბობს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ექიმებს რუხის კლინიკაში გადასვლა აიძულეს.
დავით ეგიაზაროვის თქმით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რუხში 20-მდე ექიმი გადავიდა, რომლებიც კლინიკაში პროფესიულ საქმიანობას წარმატებით აგრძელებენ მუშაობას.