logo_geo
eng_logo
საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- +

26 იანვარი. 2024. 14:41

 

 

საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია - All Star გაიმართება.

 

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.

 

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ  ბმულს.

 

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

 

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება.

 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner