logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: როდესაც გვეგონა, რომ ომის პერიოდში დასავლეთის მხრიდან რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ცინიზმმა ფსკერს უკვე მიაღწია - ქვემოდან მორიგ ჯერზე დააკაკუნეს...
- +

26 იანვარი. 2024. 14:36

 

 

„აშშ-ევროკავშირის წლიურმა საქონელბრუნვამ ჯამურად ტრილიონნახევარ დოლარს გადააჭარბა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, გასულ წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების 11-ვე პაკეტის გვერდის ავლით - რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირიდან 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩიპები“ შეისყიდა.

 

„პუტინის პირადი მეგობრის, ანდრეი ბოგდანოვის (რუსეთის დიდი მასონური ლოჟის დიადი მასტერი) ყოფილი „მასონჩიკი"-გეგელიას და სუსლოვის ყოფილი თანაპარტიელის, უსუფაშვილის გულების „გადახეთქად" აღარ გავიმეორებ, რომ აშშ-ევროკავშირის წლიურმა საქონელბრუნვამ ჯამურად ტრილიონნახევარ დოლარს გადააჭარბა... ჩვენ მათ უბრალოდ ოდნავ "ვუბწკენთ" იმით, რომ გასულ წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების 11-ვე პაკეტის გვერდის ავლით - რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირიდან 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩიპები" შეისყიდა. დიახ, ის „ჩიპები", რომლებსაც რუსული წარმოების ტანკებსა და რაკეტებში იყენებენ იმისთვის, რომ შემდგომ უკრაინაში დასავლურ „ჰაიმარსებსა" და „ლეოპარდებს" ანადგურებს, ცოცხალ ძალასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამის შესახებ, „რუსული" (როგორც ჩანს) გამოცემა Bloomberg-ი იუწყება და ზუსტად მიუთითებს ამ მიკროსქემების გამომშვებ კომპანიებს: Intel Corp., Advanced Micro Devices (AMD), Analog Devices Inc., Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV. როდესაც გვეგონა, რომ ომის პერიოდში დასავლეთის მხრიდან რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ცინიზმმა ფსკერს უკვე მიაღწია - ქვემოდან მორიგ ჯერზე დააკაკუნეს...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner