logo_geo
eng_logo
2024 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე
- +

26 იანვარი. 2024. 14:49

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე.

 

ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ - 0.00826 (ლარი/მ3)-ით შეიცვალა. 

 

უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.

 

არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი - 3.34058, წყალარინება - 2.52874, სულ - 5.86932 (ლარი/მ3).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner