logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: რეკომენდაციებზე მუშაობის წინა ეტაპზეც ღია იყო კარი, თუმცა ოპოზიციონერები ჰოლში იდგნენ
- +

26 იანვარი. 2024. 15:54

 

 

მოვუწოდებთ ოპოზიციას, დასხდნენ მაგიდასთან ჩვენთან ერთად, რათა იმუშაონ და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ არსებობს დეპოლარიზაციის თუნდაც მინიმალური ხარისხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

როგორც ოდიშარიამ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, ნაკლებად სწამს, რომ ოპოზიციის წარმოამდგენლები კონსტრუქციულ, კოლეგიალურ ჭრილში გადაიტანენ თავიანთ აქტივობებს.

 

„ქართული ოცნების“ დათქმა, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური, ბუნებრივია, შესრულდება. რეკომენდაციებზე მუშაობისას კარი ღია იყო წინა ეტაპზე, თუმცა ისინი ჰოლში იდგნენ და გაჰკიოდნენ, თითქოს მათ არ ეძლეოდათ საშუალება პროცესში ჩართულიყვნენ. სინამდვილეში, მგონი, მათ 90%-ს წაკითხულიც არ ჰქონდა არც რეკომენდაცია და არც მათზე ჩვენი ნამუშევარი. ის, რაც ეწერა საბოლოო დოკუმენტებში რაც შეიქმნა, სამწუხაროდ, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა ერთპარტიულად „ქართული ოცნების“ მიერ შესრულდა, რამაც გამოიწვია კიდეც კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ნეტარ არიან მორწმუნენი. ნაკლებად მწამს, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალათ იმ ადამიანებს და ახალა რაღაც კონსტრუქციულ, კოლეგიალურ ჭრილში გადაიტანენ თავიანთ აქტივობებს. ეს იქნება მათთვის პოპულიზმის რაღაც პლატფორმა. რა ფორმით გამოიყენებენ და რა ფორმით გამოვაყენებინებთ, ვნახავთ. რაც შეეხება საქმიან ნაწილს, ჩვენ პირიქით, მომხრენი ვართ და მოვუწოდებთ, დასხდნენ მაგიდასთან ჩვენთან ერთად, რათა იმუშაონ და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ არსებობს დეპოლარიზაციის თუნდაც მინიმალური ხარისხი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner