logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ოპოზიციის ტაქტიკური სვლაა, დროებით დისტანცირდნენ „ნაცმოძრაობისგან“
- +

26 იანვარი. 2024. 16:27

 

 

ოპოზიციის ტაქტიკური სვლაა, დროებით დისტანცირდნენ „ნაციონალური მოძრაობისგან“, შეეცადონ მოიზიდონ ე.წ. ნეიტრალური ელექტორატი, თუმცა, აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შეკვრას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმის ლუსტრაცია, რომ დღეს ვინც ასე, თუ ისე ფიგურირებს პოლიტიკურ ველზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, არაერთხელ მომხდარა პირდაპირ ეთერში.

 

„ანი წითლიძეს პირდაპირ დაუდია ბრალი სხვა პარტიისთვის და უთქვამს, რომ სხვადასხვა რაიონებში ჩვენ ალიანსში ვართ ერთად. სააკაშვილს წამოცდენა ჰქონდა, რომ ხაზარაძე გაგზავნა ამერიკაში გარკვეული დავალებით. ოპოზიციაში კოალიცია შედგეს, თუ არ შედგეს, კოალიცია ვის და ვის შორის უნდა შედგეს? ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გამორიცხულია, ჩვენ ხელისუფლებიდან გვიშვებენ მათი სიზმრების და მოსაზრებების მიხედვით. ე.ი. კოალიცია ერთმანეთთან უნდა შეკრან. ახლა ეს არის უბრალოდ მათი ტაქტიკური სვლები, რომ კონსულტაციების შედეგად დროებით დისტანცირდნენ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვითომ შეეცადონ, რამენაირად მოიზიდონ ე.წ. ნეიტრალური ელექტორატი და თვითონ გამოხტნენ დიდ შუაშისტებად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შეკვრას. აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მაგ ადამიანებმა რა კოალიცია უნდა შეკრან ან რა მთავრობა უნდა დააკომპლექტონ. შესაბამისად, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი თვითლუსტრაცია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner