„შეიძლება ასე ითქვას, დე ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს. დიდი პატივია, გიმასპინძლოთ კიდევ ერთხელ თბილისში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. გვქონდა ასევე თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტრადიციულად ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა. შეიძლება ასე ითქვას, დე ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია.