logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს
- +

26 იანვარი. 2024. 17:28

 

 

საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner