logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, მათ შორის საარჩევნო სისტემის წინასწარი დისკრედიტაციაც ემსახურება დესტაბილიზაციის ამოცანის მიღწევას
- +

26 იანვარი. 2024. 18:19

 

 

ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, მათ შორის საარჩევნო სისტემის წინასწარი დისკრედიტაციაც ემსახურება დესტაბილიზაციის ამოცანის მიღწევას”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ბოლო პერიოდში ჩატარდა შეხვედრა ცესკოს თემასთან, საერთოდ საარჩევნო მექანიზმებთან დაკავშირებით. გახსოვთ ის განცხადება და საბოტაჟი, რომელიც გამოაცხადეს განხილვის დროს. ელექტრონული სისტემის არჩევნები პროპორციული წესით პრაქტიკულად გახდა მთავარი თავდასხმის სამიზნე და ხდებოდა დისკრედიტაცია, ამ კომისიის მიმართ თქმული აბსოლუტურად უსაფუძვლო მოთხოვნები, რომ თითქოს იგი რაღაც პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას.

 

ხალხისთვისაა ეს არჩევნები. რაც ამ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარმოადგინონ თავის სამოქმედო პროგრამაში, ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ სამშობლო, ჩვენი ქვეყანა კვლავ უსაფრთხო იყოს ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის, განვითარების ტემპი შენარჩუნდეს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ხალხს ემსახურებოდეს. ამ მიმართულებით ოპოზიციის ინტელექტუალური ბაზა გამოცლილია და ის პროგრამა, რასაც ჰქვია რევოლუციური სცენარის განვითარება, არ შეცვლილა. მათი ყველა ნაბიჯი ემსახურება ამ დესტაბილიზაციის ამოცანის მიღწევას. მათ შორის, საარჩევნო სისტემის წინასწარი დისკრედიტაციაც. ამ ყველაფერს რომ ვუყურებთ, დიდი იმედი იმისა, რომ 29-ში შედგება კონსტრუქციული შეხვედრა, არ გვაქვს. გვაქვს გრაფიკი, რა საკითხები როდის უნდა განვიხილოთ და ჩვენ ყოველთვის მივყვებოდით, პატიოსნად ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner