გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ჯერ ვერ ხედავს საფრთხეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ახლა მე ვერ ვხედავ რუსეთის მიერ ნატოს ან ნატოს პარტნიორის ტერიტორიაზე თავდასხმის საფრთხეს. მაგრამ ეს მხოლოდ ამჟამინდელი სიტუაციაა. არავინ იცის, შენარჩუნდება თუ არა ის", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზეა ორიენტირებული და მას აქვს „დიდი პრობლემები“, მიუხედავად ყველა მცდელობისა, შეავსოს თავისი არმია.