logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: ველით, რომ 1-ელ თებერვალს ევროკავშირი დაამტკიცებს 50 მილიარდი ევროს პროგრამას უკრაინის მხარდასაჭერად
- +

26 იანვარი. 2024. 20:27

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო წინასწარ შეთანხმდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი პროგრამის მხარდაჭერაზე.

 

 

"ჩვენ ველით, რომ 1-ელ თებერვალს ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ ოთხწლიან, 50 მილიარდი ევროს პროგრამას უკრაინის მხარდასაჭერად. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას", - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner