logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს წინსვლასა და პროგრესს ხაზი ესმევა
- +

26 იანვარი. 2024. 20:48

"რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ შორის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს წინსვლასა და პროგრესს ხაზი ესმევა," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

 

გვახსოვს, კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ისინი ესხმოდნენ თავს კონკრეტულ ჩანაწერს მაშინ, როდესაც ზუსტად ის ღონისძიებები, რომელიც ანტიკორუფციული თვალსაზრისით გადაიდგა, ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner