უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინისათვის დამატებით დაფინანსებას.
კულებას თქმით, უკრაინას მიაჩნია, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების საკითხში „გეგმა ა იმუშავებს და უკრაინა მიიღებს დახმარებას“.
„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან არის მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, - დასძინა მან.