logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე: უკრაინამ სი ძინპინი „მშვიდობის სამიტზე“ მიიწვია - ჩინეთის მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
- +

26 იანვარი. 2024. 23:18

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინამ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის სამიტზე“ მიიწვია.

 

 

"ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, უმაღლეს დონეზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის დონეზე", - აღნიშნა იგორ ჟოვკვამ.

 

 

"ჩინეთის მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ჩვენ ჩავრთავთ ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოში, რათა მათ მიაწოდონ ჩინურ მხარეს [ინფორმაცია], რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner