logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ჩვენი ომი „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგაა და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
- +

26 იანვარი. 2024. 23:19

როგორც ყველა ქვეყანას, ისრაელსაც აქვს საკუთარი თავის დაცვის განუყოფელი უფლება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა მთელი რიგი დროებითი ზომები ისრაელის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ პალესტინელების უფლებები უნდა იყოს დაცული მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

 

 

„ისრაელის წინააღმდეგ წაყენებული გენოციდის ბრალდება არა მხოლოდ მცდარია, ის აღმაშფოთებელია და ღირსეულმა ხალხმა ყველგან უნდა უარყოს იგი“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

„ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას „ჰამასისგან“ - გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციისგან. ჩვენი ომი „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგაა და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner