კატარის ემირმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზაში მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს
-
+
26 იანვარი. 2024. 23:58
სატელეფონო საუბარში კატარის ემირმა, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის ძალისხმევა განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ღაზაში მიმდინარე ომზე. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ემირს კატარის შუამავლობისთვის.