არგენტინაში, პროვინცია ელ-ჩაკოში, მეცნიერებმა 30-ტონიანი მეტეორიტი აღმოაჩინეს.
რაიონს, სადაც მეტეორიტი აღმოაჩინეს, ადგილობრივი მოსახლეობა ზეციურ ველს უწოდებს.
ასტრონომების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 4 ათასი წლის წინ, მეტეორების წვიმა იყო.
მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტეორიტი ნამიბიაშია ნაპოვნი, მისი წონა 66 ტონას აღწევს.