logo_geo
eng_logo
„FITUR-2024“-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
- +

27 იანვარი. 2024. 10:03

 

 

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „FITUR-2024“  ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ  შემდეგ კომპანიებთან: „Eurowings“, „Lufthansa“, „National Geographic“, „Expedia Group“, „Road Travel“, „Klebergroup“, „TransPerfect“, „HotelBeds“, „Smartvel“ და სხვა.

 

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის „Amadeus“-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

 

„FITUR-2024“-ზე  საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

 

„FITUR-2024“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც  130-ზე მეტი ქვეყნიდან  9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი.  მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი   სტუმარი  ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner