logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: რუსეთის, ამერიკის, ყველანაირი სუვერენული სახელმწიფოს აგენტი გამიგია, მაგრამ, ტაივანის არაღიარებული სახელმწიფოს გავლენის აგენტი უკვე წარმოუდგენელია
- +

27 იანვარი. 2024. 10:35

 

 

„დაწყებული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებიდან, გაგრძელებული შიდა საკითხებით, „ნაცმოძრაობის“ გასასამართლებლად უამრავი საფუძველია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

 

ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა მოძრაობის იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ გასამართლებას შეეხება და აღნიშნა, რომ მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ ამგვარ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების დამფინანსებლების გამოვლენას გულისხმობდა.

 

„არ დაგვავიწყეს, რომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ, ვსაუბრობთ 2012 წლის შემდეგ პერიოდზეც, თუ რამდენი რამ ჩაიდინეს ამ ადამიანებმა და დღემდე როგორც ცდილობენ საქართველოს უკრაინიზაციას. ვინ აფინანსებთ ამაში?  ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომელზეც ამბავი ატეხეს. თუნდაც, თინა ხიდაშელის ტაივანიდან დაფინანსებული არასამთავრობოს შესახებ ინფორმაციას რომ იგებ, კიდევ ერთხელ ხვდები, რატომ არ აწყობდათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. იმას თავი დავანებოთ, არაღიარებული, სეპარატისტული სახელმწიფოს გავლენის აგენტი რომ ხარ მაშინ, როცა შენს ქვეყანას თავად აქვს დაკარგული ტერიტორიები. რუსეთის, ამერიკის, ყველანაირი სუვერენული სახელმწიფოს აგენტი გამიგია, მაგრამ, ტაივანის არაღიარებული სახელმწიფოს გავლენის აგენტი უკვე წარმოუდგენელია“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner