logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა
- +

27 იანვარი. 2024. 11:16

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.

 

ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

 

პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner