logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს
- +

27 იანვარი. 2024. 14:27

 

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლოს,  ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არავინ უნდა შეხვდეს პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.

 

„ასეა და ასეც უნდა იყოს!  ვინც პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არავინ არ უნდა შეხვდეს ამ პრეზიდენტად წოდებულს, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას!

 

სჩადის დანაშაულს, მოუწოდებს რა მომიტინგე-ვანდალებს! უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან, საკუთარი ქვეყნის სამართალდამცველების ცოცხლად დაწვისა და ფიზიკურად გასწორებისაკენ...“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner