logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია
- +

27 იანვარი. 2024. 20:42

"როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია, "- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

თავი რომ დავანებოთ წყენასა და ბუტიაობას, არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუმრების მიღება-გაცილება. როდესაც, ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის ჩვენს ქვეყანაში და არსებობს კონკრეტული ფორმატი ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობის, ცხადია, მას ხვდება პრემიერი და ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner