logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნურავის გაუკვირდება, როდესაც საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანი, მიიღებს გადაწყვეტილებას იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გაუმართლა ქართულ საზოგადოებას
- +

27 იანვარი. 2024. 21:19

"ნურავის გაუკვირდება, როდესაც საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანი, მიიღებს გადაწყვეტილებას იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გაუმართლა ქართულ საზოგადოებას, "- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოება ენდობა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული ელექტორალური მცირე მხარდაჭერა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ მცირე ზომით მას მიჰყვება. ესაა ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ისტერიულად სჯერათ, თითქოს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქვეყნის სიკეთე უნდა და ვერ ხედავენ იმ საშინელ სიბინძურეებსა და დანაშაულებს, რაც ამ რადიკალური პოლიტიკური პარტიიდან მომდინარეობს. მას მიღმა, რომ შეძლონ და „ქართული ოცნებას“ რაღაც რეალური კონკურენტი გაუჩინონ, მათი წარმოდგენით რეალური კონკურენტი, არის მცდელობა, გადაჯგუფების გზით მოახერხონ და ვითომ შუაშისტური ძალა, „ლელო“ წარმოაჩინონ, ვისი მხარდაჭერაც თითქოს, იქნება არანაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. ამაშია მთელი მზაკვრობა. ეს ასე არ არის, ეს არის ერთი დიდი შავი ლაქა ჩვენს უახლეს ისტორიასა და რეალობაში - ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და ნურავის გაუკვირდება, როდესაც საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანი, მიიღებს გადაწყვეტილებას იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გაუმართლა ქართულ საზოგადოებას. არ არის გასაკვირი არავისთვის, თუკი ის საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“ რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რადგან ეს ძალა არის ის, რომელსაც ქართული საზოგადოება ენდობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner