რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნაცისტების დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
„ნაცისტების დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, ისევე როგორც ჰიტლერის ფანატიკოსების და მათი თანამზრახველების დანაშაულებს, რომლებმაც ცივად დაგეგმეს და ჩაიდინეს საბჭოთა ხალხის გენოციდი“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, ეს დანაშაულები არ ხდებოდა მხოლოდ ბრძოლის ველებზე.
„ისინი ებრძოდნენ უიარაღო ხალხს, მოხუცებს, ბავშვებს, ქალებს... 27 იანვარი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 1944 წლის ამ დღეს, წითელი არმიის ჯარებმა მთლიანად გაარღვიეს ლენინგრადის ბლოკადა. ერთი წლის შემდეგ, 1945 წელს, გაათავისუფლეს ოსვენციმი. ლენინგრადელები, ისევე როგორც სიკვდილის ბანაკების ტყვეები, სამუდამოდ დარჩებიან ნაციზმის ტანჯვის მტკიცებულებად“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.