ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წერს.
ორი ოფიციალური პირი ბანგკოკის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ სათანადოდ განიხილონ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხები.
მინისტრებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ პრეზიდენტებმა სი ძინპინმა და ჯო ბაიდენმა „რეგულარული კონტაქტი უნდა შეინარჩუნონ ორმხრივი ურთიერთობებისთვის სტრატეგიული ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფად.