logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: თვითონ გაითხარეს ის პოლიტიკური სამარე, რომელშიც ახლა არიან
- +

28 იანვარი. 2024. 00:50

 

 

ოპოზიციამ, ენჯეოების უდიდესმა ნაწილმა მთელი თავისი პიარკამპანია ააგო იმაზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, რომ „ქართული ოცნება“ არ დგას ევროპასთან დაახლოების გზაზე. მათ თვითონ გაითხარეს ის პოლიტიკური სამარე, რომელშიც ახლა არიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

დავით მათიკაშვილმა 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ ოპოზიციის სამი კატეგორია გამოიკვეთება.

 

„ოპოზიციის მცირე ნაწილი, ალბათ გააგრძელებს თავისი პოზიტიური როლის შესრულებას პრიორიტეტთან დაკავშირებით, ნაწილი ამ ფორმატებს მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისთვის გამოიყენებს, ასევე იქნება რაღაც ნაწილი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner