logo_geo
eng_logo
ფილიპე ლაზარინი: სააგენტოს დაფინანსების შეჩერების შესახებ ცხრა ქვეყნის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო
- +

28 იანვარი. 2024. 01:50

 

 

სააგენტოს დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით ცხრა ქვეყნის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ განაცხადა.

 

ლაზარინიმ ქვეყნებს ამ მიმართულების შეცვლისკენ მოუწოდა.

 

„ეს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ჩვენს მიმდინარე ჰუმანიტარულ სამუშაოებს მთელ რეგიონში, მათ შორის და განსაკუთრებით, ღაზის სექტორში“, – აღნიშნა ლაზარინიმ.

 

ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შემდეგ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და გერმანიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner