logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
- +

28 იანვარი. 2024. 13:16

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

 

შეხვედრას ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი.

 

სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 

ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანში, სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას.

 

ასევე, ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მიმდინარეობს ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

 

მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის სენდვიჩ პანელის შენობების მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, საოფისე და სასაწყობე შენობები, სასადილოები, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავის და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა.

 

ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner