logo_geo
eng_logo
ახალქალაქი-კარწახის გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

28 იანვარი. 2024. 13:50

 

 

ახალქალაქი-კარწახის გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner