logo_geo
eng_logo
ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს
- +

28 იანვარი. 2024. 19:27

 

 

მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“.

 

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები იმართება, სადაც აქციის მონაწილეები საწვავზე სუბსიდირების შემცირებას აპროტესტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner