logo_geo
eng_logo
კლოპის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, „ლივერპული“ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემაც დატოვოს
- +

28 იანვარი. 2024. 19:59

 

 

მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის გუნდიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, „ლივერპული“ ვირჯილ ვან დეიკმა, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდმა და მოჰამედ სალაჰმაც დატოვონ.

 

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელების ეს წამყვანი სამი მოთამაშე სეზონის ბოლოს „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებს არ აპირებს – მათი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.

 

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ „ლივერპული“ ლიდერობს და უახლოეს მდევრებს – „მანჩესტერ სიტის“, „არსენალსა“ და „ასტონ ვილას“ ხუთი ქულით ასწრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner