logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე
- +

28 იანვარი. 2024. 20:38

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ გლობალური ომის პარტიის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

 

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ამოქმედდა ზუსტად ომის დაწყებასთან ერთად. მას ერიცხებოდა თანხები შვეიცარიული ბანკებიდან. მას შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამოსატანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner