„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თავს ესხმის საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტს - ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ზოგადად, თუ გინდა ქვეყნის სიძლიერის შერყევა, უნდა დაესხა თავს მის ძირითად ინსტიტუტს. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ შორის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას.
მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად, ქვეყნის სიძლიერეს შეარყევ“, - განაცხადა კობახიძემ.