logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირს, თავიდან ბოლომდე მათი არასწორი პოლიტიკის შედეგია
- +

28 იანვარი. 2024. 21:16

 

 

ახალი სახე არავინაა. ყველა ასე თუ ისე დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - მელია, გვარამია, „ლელო“, ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. ამას დავამატებდი იმასაც, რომ საბოლოო ჯამში, თავიანთი პოლიტიკიდან გამომდინარე, ისევ იმ ამომრჩევლის გაყოფასა და მონადირებაზე მუშაობენ, რომელიც ძველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო, - ამის შეახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ყავლი გაუვიდა დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის მესიჯებს და ავტორიტეტს ხალხში და ახლა იგივე მესიჯბოქსი და იგივე ალამი აიტაცა „ლელომ“, თუ გვნებავთ, იგივე გახარიას პარტიამ და ა.შ. ამიტომ, ამ კუთხით, მოსახლეობა ვერანაირ სიახლეს ვერ ხედავს. გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ აბსოლუტურად არ არის ეს საკმარისი რაიმე ცვლილების მოსახდენად. ამიტომ, ახლა ცდილობენ ასეთი ძალებისგან შექმნან ე.წ. მესამე ძალა. ასე რომ, ის რაც დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირს, თავიდან ბოლომდე მათი არასწორი პოლიტიკის შედეგია, იმიტომ რომ ყველა მათგანმა თავის დროზე ხელი მოაწერა საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის გზას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner