logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ვინც კი გაბედა და მოინდომა დამოუკიდებელი როლი ეთამაშა ოპოზიციაში, ყველა გადაყლაპეს
- +

28 იანვარი. 2024. 21:39

 

 

თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ, რომ ფაშისტური რეჟიმი იყოს დაგმობილი და ეს „ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტია“ დღემდე იღებდეს მონაწილეობას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში?! ეს ხომ დაუშვებელია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, ისინი ოპოზიციის რიგებში არავის უშვებენ.

 

„ვინც კი გაბედა და მოინდომა დამოუკიდებელი როლი ეთამაშა ოპოზიციაში, ყველა გადაყლაპეს და ჩვენ ეს კარგად დავინახეთ. ამიტომაცაა, ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეზე სულ ვივლით, სანამ ეს რეჟიმი არ იქნება გასამართლებული და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან არ გავა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, უცხოურ ძალებს, ვისაც საქართველოში არეულობა უნდა, ურჩევნიათ, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მსგავსების პარტიების აქტივობა იყოს ქვეყანაში.

 

„ჩვენ დავინახეთ, ხელისგულზე ჩანს, რომ როგორც სააკაშვილი აღიარეს ვარსკვლავთბიჭუნად 2008 წლის ომის შემდეგ, სამწუხაროდ, უკრაინის პრეზიდენტსაც ასე გაუკეთეს, როდესაც შეეცადნენ, ის მსოფლიო ლიდერი გაეხადათ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ხალხი რა დღეშია, ამას ჩვენ კარგად ვხედავთ“, - დასძინა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner