დააკავეს პირი, რომელმაც ორი დღის წინ, ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით არის დაწყებული (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია) და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ჯარიმით, ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის შესახებ თავდაპირველად ცხოველთა დამცველებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში.