„ვიდრე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს გარკვეული გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ისინი ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების დაკვეთით, კონკრეტულად, გლობალური ომის პარტიის დაკვეთით საქართველოს წინააღმდეგ და ეს ყველაფერში ვლინდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ხალხის ძალა” ფიქრობენ, რომ უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“ და „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშისტური.
„ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ მოლდოვამ, რომელმაც პარტია „შორი“, თუმცა მას ისეთი არაფერი დანაშაული არ მიუძღოდა, რაც „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიუძღვის ქვეყნის წინაშე. ამაზე ევროკავშირმა მას დაუკრა ტაში, რომ რა კარგი გაგიკეთებიაო. 13 პარტია აკრძალა უკრაინამ და არაერთი ტელე-არხი დახურა (არხების დახურვას ჩვენ არ ვაპირებთ). იქაც არავის უთქვამს, რომ ეს არ არის დემოკრატიის ნაწილი.
თუკი დემოკრატიის ნაწილია, პარტიების გასამართლება უკრაინასა და მოლდოვაში, ბუნებრივია, აგენტურით დაკომპლექტებული პარტიებისთვის სახელის დარქმევა და მათი გასამართლება უნდა იყოს ჩვენი შემდგომი განვითარების ერთგვარი საფუძველი“, - აღნიშნა სუბარმა.