logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა
- +

28 იანვარი. 2024. 22:59

 

 

„მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბიბლიოთეკამ შეიძინოს ახალი სუნთქვა და მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა, რომლითაც ჩვენი ერი იამაყებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი ოჯახის წევრი გახდა. კონსტანტინე გამსახურდიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. წიგნების დაკომპლექტება, მკითხველთა კომფორტის გაზრდა, სამეცნიერო კვლევების გაფართოება, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული წიგნის ხელმისაწვდომობა - ასეთია ახალი დირექტორის ხედვა.

 

„თუ არ იქნა უახლესი ლიტერატურა, ძალიან ბევრი დოქტორანტი და პროფესორი აქ ვერ იმუშავებს და უნდა გამოვიწეროთ უახლესი გამოკვლევები. უნდა გაიხსნას ახალი დიდი დარბაზი. მშენებლობები, რესტავრაცია მიდის. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ხელი უნდა შეეწყოს ამას და ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს. ყველაფერი მორგებული უნდა იყოს მკითხველის კომფორტზე“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია 20 იანვარს წარუდგინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner