logo_geo
eng_logo
იორდანიაში დრონებით თავდასხმას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა
- +

28 იანვარი. 2024. 23:16

 

 

იორდანიაში აშშ-ის საგუშაგოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც ამერიკის არმიის 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

შემთხვევა სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, დრონები ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ბოევიკებმა“ გაისროლეს  სავარაუდოდ, სირიის ტერიტორიიდან.

 

დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „დარტყმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე განხორციელდა“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner